Sunday, November 30, 2014
მე-4 დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. განვიხილეთ მოდული 2-ის აქტივობა3 - დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პრეზენტაციის გეგმაში შევავსეთ მიზნები და შეფასებები. გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. ვიმუშავეთ power point-ში . შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგებზე, ვისწავლეთ სურათის ჩასმა, დიზაინი, ბლოგის წაშლა აღდგენა.
Saturday, November 29, 2014
ტრენინგის მე -3 დღე.
გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და დავადგინეთ სტანდარტი შესაფერისი ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტისათვის. განვსაზღვრეთ მიზანი და დავადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვიმუშავეთ ბლოგში. ვისწავლეთ მისამართის გადაგზავნა ფოსტაზე.
Tuesday, November 25, 2014
ტრენინგის მე-2 დღე
მიმოვიხილეთ
პროექტები, გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
გავეცანით და გადავიმეორეთ word
- ის ინსტრუმენტები. ვისწავლეთ
ბუკლეტის დამზადება. ეს ბუკლეტები დაინტერესებულ პირს აცნობს პროექტის
მნიშვნელობას. მის მიზანს
და გამოყენებას.
ჩავსვით სურათები და გავაფორმეთ .
ვისწავლეთ გვერდის შეტრიალება.
მუშაობა იყო
საკმაოდ ნაყოფიერი.
Wednesday, November 19, 2014
პირველი დღე
ტრენინგი დავიწყეთ ურთიერთგაცნობით. მივიღეთ ბევრი საინტერესო სიახლე. მათ შორის იყო ბლოგის შექმნა, 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტაცია, ტრენერმა მიგვითითა , რომ პროექტისათვის შეგვექმნა ახალი საქაღალდე სადაც მოვათავსებთ დოკუმენტაციას და სხვა. მოტივირებულები ვართ შემდგომი მუშაობისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)