Tuesday, December 9, 2014

ტრენინგის შეჯამება

გავიარეთ  ინტელის სასწავლო კურსი.  ვისწავლეთ ბევრი საინტერესო და  ჩვენთვის  მნიშვნელოვანი  საკითხები.  ვისწავლეთ   როგორ  შევქმნათ ჩვენი პორტფოლიო,  პროექტის აწყობა  შეგვიძლია ტექნოლოგიების გამოყენებით.  ამ ტრენინგმა დაგვანახვა ტექნოლოგიების როლი სასწავლო  პროცესში.   დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქეთი  ცერაძეს გულისხმიერებისათვის და დახმარებისათვის.
                                                                               
                                                                       პატივისცემით მ. შავდათუაშვილი

მე-9 დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.   მოვისმინეთ  ერთმანეთის  პროექტის  პრეზენტაციები ,  საიდანაც  დაგვებადა ბევრი  საინტერესო  აზრი.   მივაწოდეთ  ერთმანეთს  ჩვენი მოსაზრებები.   ვიმუშავეთ  ბლოგში და ვისწავლეთ რამდენიმე  ახალი  გაჯეტის გამოყენება - გვერდების გაჯეტები . ვისწავლეთ  ფოსტიდან წერილის  drive- ში გადატანა.

Sunday, December 7, 2014

მე-7 დღე

კვლავ გავიმეორეთ  წინა მასალა.   გავეცანით სხვადასხვა საჭიროების  მქონე მოსწავლეთა  შესაძლებლობების მიხედვით დავალებების  გადანაწილებას.  გავეცანით Google drive - ის გამოყენებას და  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე.  შევავსეთ პროექტის მსვლელობის გეგმა

Saturday, December 6, 2014

მე-6 დღე

გავიმეორეთ წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი მასალა. შემდეგ ვიმუშავეთ  მოსწავლეთა  ნამუშევრების  შეფასებებზე.  მოვიძიეთ პროექტის  შეფასების  რუბრიკები.  მოვარგეთ ისინი  ჩვენს  პროექტს. შევქმენით  საკუთარი რუბრიკები.დავათვალიერეთ  სხვა  მასწავლებლების  ბლოგები და გავუგზავნეთ  ერთმანეთს კომენტარები.  ვისწავლეთ ბლოგში ცვლილებების შეტანა.  შემდეგ ვიმუშავეთ გაჯეტებზე. განვიხილეთ ორი გაჯეტი:.. სურათების ჩასმა  და გამოკითხვის გაჯეტები . გადავხედეთ   გეგმებს და  მოვემზადეთ შემდეგი  დღისათვის.

Tuesday, December 2, 2014

ტრენინგის მე- 5 დღე

 გავიმეორეთ წინა მასალა.  ვიმუშავეთ საავტორო  უფლებები და გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონზე.   გავაკეთეთ მოსწავლის  პრეზენტაციის  ნიმუში. ვიმუშავეთ ბლოგში  და  power point- ში  გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია.
ვიმუშავეთ დიაგრამებზე.